აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სამსახურიდან გაათავისუფლა ის თანამშრომლები, რომლებიც ტრამპის საქმის გამოძიებაში იყვნენ ჩართულები. საუბარია რამდენიმე მაღალჩინოსანზე.
CNN-ის ინფორმაციით, ახალმა ხელმძღვანელმა მათ უნდობლობა გამოუცხადა. წერილის მიხედვით, იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ეპარება ეჭვი, რომ ისინი კეთილსინდისიერად გაატარებენ ტრამპის პოლიტიკას. ასევე, აღნიშნულია, რომ მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ტრამპის სისხლისსამართლებრივ დევნაში.