30 იანვარი 2025,   21:35
ვრცლად
"შევაჯამებთ, რა გავიარეთ და რა შემდგომი ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გავაღრმაოთ" - საპარლამენტო დელეგაცია დღეს უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდება

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ბუდაპეშტში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაფასა.

ლევან მახაშვილის თქმით, შეხვედრებისას სამ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს - ეს იყო უნგრეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკა და გეოპოლიტიკური ცვლილებები.

"სამი ძირითადი მიმართულებით გვქონდა სიღრმისეული დისკუსიები. პირველი, ორმხრივ დღის წესრიგი და სტრატეგიული პარტნიორობა. მეორე, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი, მისი ახალი პოლიტიკა და ამ პოლიტიკის გავლენა ევროპულ და გლობალურ პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, აქ საქართველოს როლსა და შემდგომ ნაბიჯებზე და მესამე, ეს იყო გეოპოლიტიკური ცვლილებები და ამ მიმართულებით, საქართველოსა და უნგრეთის როლი და ადგილი. რა შეიძლება, გავაკეთოთ ჩვენ, ორმა ქვეყანამ იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ყოველგვარი დაძაბულობა და ამ პროცესების ნეგატიური ასპექტები.

უნგრეთის პრეზიდენტთან ჩვენი საუბრები უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან საუბრების გაგრძელება იქნება. შევაჯამებთ რა გავიარეთ და რა შემდგომი ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ იმისთვის, რომ როგორც ორმხრივი ურთიერთობები გავაღრმაოთ, ასევე მომზადებული შევხვდეთ მათ შორის ამერიკის საგარეო პოლიტიკის გავლენას გლობალურ პოლიტიკაზე", - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები