12 დეკემბერი 2024,   21:36
ვრცლად
ოქროს ნაკეთობების შემოტანას "სადახლოსა" და "სარფის" საბაჟო საკონტროლო პუნქტებიდან მალულად ცდილობდნენ - დაკავებულია ერთი პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი გამოავლინა.

სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ორი პირის მიმართ, ერთი კი დააკავეს.

გამოძიების ინფომრაციით, ბრალდებულები ოქროს ნაკეთობების შემოტანას "სადახლოსა" და "სარფის" საბაჟო საკონტოლო პუნქტებიდან მალულად ცდილობდნენ.

საუბარია საერთო ჯამში, დაახლოებით 900 გრამ ოქროზე. დანაშაული 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები