12 დეკემბერი 2024,   21:45
ვრცლად
"მათ უსუსურობას პიარ სტრატეგიები ვერ უშველის, რადგან მათ მხარეს სიმართლე არ არის" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

ხელახალ არჩევნებზე საუბარი არ არის და არც იქნება აცხადებენ "ქართულ ოცნებაში". ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოპონენტებს შეახსენეს, რომ 29 დეკემბერს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია იმართება, რის შემდეგაც თანამდებობას სალომე ზურაბიშვილი აღარ დაიკავებს.

მმართველი გუნდის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მათ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯები ოპოზიციას ბერკეტს აცლის იმისთვის, რომ მათ ქვეყანა განსაკუთრებულ ტურბულენტურ ვითარებაში ამყოფონ.

"ვერაფერ შედეგს ვერ გამოიღებს, მათ უსუსურობას პიარ სტრატეგიები ვერ უშველის, რადგან მათ მხარეს სიმართლე არ არის. დანარჩენი არის მეორეხარისხოვანი და გამომდინარე იქიდან, რომ მათი ეს ბოროტი გეგმები ვერ განხორციელდა, დავასწარით, ენერგია დავახარჯინეთ, ამასობაში სწორი პოზიციაც ავირჩიეთ, ევროინტეგრაციის გზაზეც შედეგებთან მიმართებით სწორად ვმოქმედებთ. მთავარია შედეგი. ეს ყველაფერი ევროინტეგრაციის გზაზე სწორ შედეგზე გადის და მეორეს მხრივ, ამ ოპოზიციის მავნებლობას და 16-20 დეკემბერს და შემდეგ ყოველ გაზაფხულზე და შემოდგომაზე ბერკეტს აცლის, რომ კვლავ განსაკუთრებულ ტურბულენტობაში ამყოფონ ეს ქვეყანა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები