ბათუმისა და სარფის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ლოდები ჩამოცვივდა.
როგორც "რუსთავი 2-ს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.