პარლამენტის შენობის წინ ორი კვირის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარე პროტესტს, ცოტა ხნის წინ, საჯარო სექტორში დასაქმებული ყოფილი და მოქმედი პირების ნაწილი შეუერთდა.
ისინი თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და იქ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, შემდეგ კი რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით დაიძრნენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მსვლელობის მიზანია, რომ საზოგადოებას და დამსაქმებლებს მიაწვდინონ ხმა, რომ კონსტიტუციისა და ევროპული კურსის ერთგულები რჩებიან.