პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს უცვლელი მოთხოვნებით - ხელახალი არჩევნები, მოძალადეების დასჯა და დაპატიმრებული დემონსტრანტების გათავისუფლება. საპროტესტო აქციას საჯარო სექტორში დასაქმებული პირების ნაწილი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით შეუერთდა.
რუსთაველის გამზირი საღამოს 20:00 საათზე გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
პროტესტი მშვიდ ვითარებაში მიმდინარებს.
ავტორი: ნანა გოგატაძე