13 დეკემბერი 2024,   00:11
ვრცლად
პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი - დღეს ამ სამი მიმართულებით ჰქონდა შეხვედრა დელეგაციას ბრიუსელიდან, რომლის ყველა წევრი ხელისუფლებას აკრიტიკებს

ემანუელ მაკრონი ბიძინა ივანიშვილთან რეკავს, თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარები კი მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ ლეგიტიმურად. პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი - დღეს ამ სამი მიმართულებით ჰქონდა შეხვედრა დელეგაციას ბრიუსელიდან, რომლის ყველა წევრი აკრიტიკებს ხელისუფლებას და ყველა ამბობს, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ ქუჩაში გამოსულ ხალხს - მათ, ვინც ევროპული მომავლისთვის იბრძვის.

7 ევროპარლამენტარი, მათ შორის: ლიეტუვა, პოლონეთი, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები. ოპოზიცია მათგან, ხმამაღალი განცხადებების გარდა, ქმედებას ითხოვს. ოპოზიციისთვის რეზოლუციებიც არ არის შედეგის მომტანი. აღსრულება და სანქცირება - ეს არის ხელისუფლების ოპონენტების მთავარი მოთხოვნა, რასაც უკვე იზიარებს თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი.

7 ევროპარლამენტარისგან შემდგარმა ჯგუფმა შეხვედრები დილიდან დაიწყო. პირველი ვისაც ევროპელი დეპუტატები შეხვდნენ ოპოზიცია იყო. ახალი არჩევნების დანიშვნა, ბოლო პერიოდში დაპატიმრებული პირების გათავისუფლება და ევროპარლამენტისგან განცხადებების ნაცვლად ქმედებებზე გადასვლა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც დახურულ კარს მიღმა ქართველმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა ისაუბრეს. ოპოზიციაში არ დაუმალავთ, რომ, კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე, განცხადებებიც და რეზოლუციებიც გაუფასურდება.

პოლიტიკოსების შემდეგ ევროპარლამენტარებმა სახალხო დამცველთან გადაინაცვლეს. ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ კი ევროპელი დეპუტატები სალომე ზურაბიშვილს ესტუმრნენ. ათონელის სასახლეში შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ კი განცხადებები მედიასთანაც გააკეთეს. ევროპარლამენტარების ნაწილი ახალი არჩევნების დანიშვნაზე, ნაწილი კი მიზნობრივ სანქციებზე საუბრობს.

ევროპარლამენტარების ნაწილის ვიზიტს სახელისუფლებო პარტია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. ამბობენ, რომ ეს ერთგვარი მცდელობაცაა, ოპოზიციას საპროტესტო მუხტის გაძლიერებაში დაეხმარონ. "ქართულ ოცნებაში" ღიად ამბობენ, რომ ლობისტური საქმიანობით დაკავებულ კოლეგებთან შეხვედრის სურვილი არ აქვთ.

არჩევნები იყო არასამთავრობო სექტორის მხრიდან მსჯელობის მთავარი საკითხი ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრის დროს. მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, მათთვის მთავარი იყო ევროპარლამენტის წევრების მაქსიმალური ინფორმირება და პირადად ახსნა იმის, თუ რა პოზიცია აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

არჩევნების შედეგების არაღიარება საპარლამენტო უმრავლესობისთვის მხოლოდ სპეკულაციაა. "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, სახელისუფლებო პარტიას მთავარი ლეგიტიმაცია ამომრჩეველმა მისცა.

ევროპარლამენტარების ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დღესვე დასრულდა. ევროპელი დეპუტატები საქართველოსთან დაკავშირებით, მორიგ ჯერზე, უკვე 16-17 დეკემბერს, ევროპარლამენტის სხდომაზე ისაუბრებენ.

ემანუელ მაკრონი ბიძინა ივანიშვილთან რეკავს, თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარები კი მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ ლეგიტიმურად.

პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი - დღეს ამ სამი მიმართულებით ჰქონდა შეხვედრა დელეგაციას ბრიუსელიდან, რომლის ყველა წევრი აკრიტიკებს ხელისუფლებას და ყველა ამბობს რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ ქუჩაში გამოსულ ხალხს, მათ ვინც ევროპული მომავლისთვის იბრძვის.

7 ევრო პარლამენტარი, მათ შორის: ლიეტუვა, პოლონეთი, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები. ოპოზიცია მათგან ხმამაღალი განცხადებების გარდა ქმედებას ითხოვს. ოპოზიციისთვის რეზოლუციებიც არ არის შედეგის მომტანი. აღსრულება და სანქცირება ეს არის ხელისუფლების ოპონენტების მთავარი მოთხოვნა, რასაც უკვე იზიარებს თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი

შვიდი ევროპარლამენტარისგან შემდგარმა ჯგუფმა შეხვედრები დილიდან დაიწყო. პირველი ვისაც ევროპელი დეპუტატები შეხვდნენ ოპოზიცია იყო. ახალი არჩევნების დანიშვნა, ბოლო პერიოდში დაპატიმრებული პირების გათავისუფლება და ევროპარლამენტისგან განცხადებების ნაცვლად ქმედებებზე გადასვლა- ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც დახურულ კარს მიღმა ქართველმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა ისაუბრეს. ოპოზიციაში არ დაუმალავთ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე განცხადებებიც და რეზოლუციებიც გაუფასურდება.
პოლიტიკოსების შემდეგ ევროპარლამენტარებმა სახალხო დამცველთან გადაინაცვლეს. ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ კი ევროპელი დეპუტატები სალომე ზურაბიშვილს ესტუმრნენ. ათონელის სასახლეში შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ კი განცხადებები მედიასთანაც გააკეთეს. ევროპარლამენტარების ნაწილი ახალი არჩევნების დანიშვნაზე, ნაწილი კი მიზნობრივ სანქციებზე საუბრობს. ევროპარლამენტარების ნაწილის ვიზიტს სახელისუფლებო პარტია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. ამბობენ, რომ ეს ერთგვარი მცდელობაცაა ოპოზიციას საპროტესტო მუხტის გაძლიერებაში დაეხმარონ. ”ქართულ ოცნებაში” ღიად ამბობენ, რომ ლობისტური საქმიანობით დაკავებულ კოლეგებთან შეხვედრის სურვილი არ აქვთ.
არჩევნები იყო არასამთავრობო სექტორის მხრიდან მსჯელობის მთავარი საკითხი ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრის დროს. მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, მათთვის მთავარი იყო ევროპარლამენტის წევრების მაქსიმალური ინფორმირება და პირადად ახსნა იმის, თუ რა პოზიცია აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
არჩევნების შედეგების არ აღიარება საპარლამენტო უმრავლესობისთვის მხოლოდ სპეკულაციაა. ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით, სახელისუფლებო პარტიას მთავარი ლეგიტიმაცია ამომრჩეველმა მისცა.
ევროპარლამენტარების ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დღესვე დასრულდა. ევროპელი დეპუტატები საქართველოსთან დაკავშირებით მორიგ ჯერზე უკვე 16-17 დეკემბერს ევროპარლამენტის სხდომაზე ისაუბრებენ.

დღის ამბები