12 დეკემბერი 2024,   03:27
ვრცლად
ბრიუსელიდან მიღებული წინადადება ბუდაპეშტმა დღის წესრიგში დაყენებამდე დაბლოკა - საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების მიმართ სანქციები ვერ დაწესდება

ბრიუსელიდან მიღებული წინადადება ბუდაპეშტმა დღის წესრიგში დაყენებამდე დაბლოკა. საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების მიმართ სანქციები ვერ დაწესდება - გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის კონსენსუსს მოითხოვს. საკითხის ინიცირების შემთხვევაში, უნგრეთი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

სახელისუფლებო გუნდი უნგრეთის მხარდაჭერაში დარწმუნებულია. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ უშედეგო სანქციები ერთადერთ შედეგზეა გათვლილი - საქართველოში არ ჩაცხრეს მუხტი და გაძლიერდეს მთავრობაზე ზეწოლა.

სანქციების მომხრე ოპოზიცია უნგრეთს მწვავედ აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავალს ხედავენ - ამბობენ, რომ, უნგრეთის პოზიციის გამო, ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთს უნდა მიბაძონ და დამოუკიდებლად იმოქმედონ.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გარკვეული ძალები ხელისუფლების წინააღმდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ჩქარობენ. პარალელურად კი აცხადებენ, რომ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის მიდგომები ტრამპის ხედვების იდენტურია და საქართველოს პოლიტიკას ემთხვევა.

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის პირველი ვიზიტი უნგრეთში დასრულებულია. მაკა ბოჭორიშვილმა უნგრელი კოლეგისგან ევროინტეგრაციისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ბუდაპეშტის მორიგი, მყარი მხარდაჭერა მიიღო.

დღის ამბები