12 დეკემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდნენ

ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდნენ. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.

2025 წლის პირველი იანვრიდან ბულგარეთისა და რუმინეთის საზღვარზე და შიდა სახმელეთო საზღვრებზე მგზავრების შემოწმება გაუქმდება.

შენგენის ზონა 29 სახელმწიფოს და 450 მილიონ ადამიანს აერთიანებს. ბულგარეთი და რუმინეთი, რომლებიც ევროკავშირის წევრები 2007 წლიდან არიან, შენგენის ზონას ნაწილობრივ, შეზღუდული უფლებებით 2024 წლის მარტში შეუერთდნენ.

დღის ამბები