პროტესტის მე-15 დღე - რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. დემონსტრანტებმა შეკრება საკანონმდებლო ორგანოსთან ერთი საათის წინ დაიწყეს, მანამდე კი მათმა ნაწილმა თბილისის სხვადასხვა ქუჩაში მსვლელობა გამართა.
ამ დროისთვის, აქციაზე მშვიდი ვითარებაა. პარლამენტთან არიან სახელოვნებო და აიტი სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც დღეს მსვლელობა გამართეს.
პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მობილიზებულები არ არიან.
საპროტესტო აქციების მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ დაკავებული მოქალაქეები.