საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, "ღამის კურიერის" ეთერში, დაკავებულ ადამიანებზე საუბრობს.
"28 ნოემბრიდან დაწყებული, ფაქტობრივად, საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ, ფაქტობრივად 350-ზე მეტი ადამიანი მოვინახულეთ. ყველა ადამიანს ვესაუბრეთ, ყველა ადამიანზე მოვიძიეთ ინფორმაცია და შევადგინეთ ოქმები. ყველაზე ვიცით, ვის რა მდგომარეობა აქვს და აღვწერეთ ის დაზიანებები, რომელიც მათ აქვთ.
ჩვენ ვნახეთ მძიმე ვითარება, ვნახეთ მედიის წარმომადგენლები რთულ ვითარებაში და ადამიანები - უმოწყალოდ ნაცემები. აუცილებელია, ამ ყველაფერზე იყოს რეაგირება და ასეთი ფაქტები არ უნდა დარჩეს გამოძიების გარეშე.
აქ მნიშვნელოვანი დეტალია, რომ დაკავებულების დიდი რაოდენობა საუბრობდა არასათანადო მოპყრობასა და ცემაზე. ასევე, საუბრობდნენ პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფაზე. ეს რაოდენობა ცდებოდა 70%-ს. თუ შევადარებთ გაზაფხულის დროს, ან ერთი წლის წინანდელს, მაშინ ამდენი ადამიანი არ საუბრობდა არასათანადო მოპყრობასა და ცემის ფაქტებზე",- ლევან იოსელიანი.
წამყვანის კითხვაზე - დაკავების დროს მიადგათ ადამიანებს დაზიანებები, თუ - შემდეგ, იოსელიანი პასუხობს: "...დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს. წინასწარი დაკავების იზოლატორში არ გვქონია შემთხვევა, რომ ვინმეს რამე დაზიანება მიეღო - პირიქით, ყველა ხაზს უსვამს, რომ იქ მოპყრობა ძალიან ნორმალურია".