Facebook-ი, Instagram-ი და WhatsApp-ი გამართულად მუშაობს. გლობალური შეფერხება რამდენიმე საათი გაგრძელდა, რომელიც ტექნიკური პრობლემით იყო გამოწვეული. შეფერხება დაიწყო 11 დეკემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე. მომხმარებლები არ ჰქონდათ წვდომა თავიანთ ანგარიშებზე და უკმაყოფილებას X-ის პლატფორმაზე გამოხატავდნენ.
შეფერხების აღმოფხვრის შემდეგ, Meta-მ მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა.
"გმადლობთ მოთმინებისთვის! უკვე 99%-ით წავიწიეთ წინ - ახლა მხოლოდ ბოლო შემოწმებები მიმდინარეობს. ბოდიშს ვუხდით მათ, ვისაც შეფერხებამ რაიმე სახით დისკომფორტი შეუქმნა," - წერს Meta სოციალურ ქსელ X-ზე.
შეფერხება შეეხო Meta-ს პროგრამების API-საც, რაც გავლენას ახდენდა WhatsApp Business-ის სერვისებზე. საბოლოოდ, "მეტამ" 3.19 მილიარდზე მეტ აქტიურ მომხმარებელს სერვისი სრულად აღუდგინა