04 დეკემბერი 2024,   22:59
ვრცლად
“ერთადერთი გამოსავალი არის კომპრომისი საკუთარ ქვეყანასთან, ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების გზით“ - თეონა აქუბარდია

ეუთო/ოდირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ გავრცელებული განცხადება მეორე დღეა განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ გამოსავალი კომპრომისშია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაუშვას.

“გამოსავალი ამ ვითარებაში არის მოხსენიებული, როგორც ეუთო-ს საბოლოო დასკვნა, რომელიც არ არის, რაც არ უნდა სპეკულაციები ჩაატაროს “ქართულმა ოცნებამ“ და მეორე - ეს არის გამოსავალი დიალოგის გზით, რომელსაც, ვხედავთ, რომ აბსოლუტური კედელია “ქართული ოცნების“ სახით, დიალოგის კუთხით და არის კიდევ უფრო მეტი ძალადობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე სიტუაციიდან არის კომპრომისი საკუთარ ქვეყანასთან ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების გზით,“ - აცხადებს პარტია “საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდა, გაითვალისწინონ ეუთო/ოდირის მოსალოდნელი საბოლოო ანგარიში. ასევე, მოუწოდა ყველა მხარეს, ჩაერთონ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

ლუიშ გრასისმა შეშფოთება გამოთქვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ. მან მოუწოდა ყველა დემონსტრანტს, გამოიყენონ პროტესტის მშვიდობიანი უფლება კანონის უზენაესობის პატივისცემით, რადგან ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია.

დღის ამბები