28 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
Sky News: "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად ეროვნული ნაკრების და პრემიერლიგის ყოფილი მოთამაშე, მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა

"ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას Sky News ეხმაურება.

Sky News-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი საქართველოს მომავალი პრეზიდენტი გახდება.

"საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი და პრემიერლიგის მოთამაშე, 53 წლის მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა", - აღნიშნულია Sky News-ის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს აღწერაში.

დღის ამბები