ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას მოუწოდებს, ძალების გაძლიერების მიზნით, ჯარში გაწვევის ასაკი 18 წლამდე დაწიოს. reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა.
როგორც შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, უკრაინა კონფლიქტისთვის ახალ ძალებს საკმარისად არ ამზადებს.
"ამჟამად დგას ცოცხალი ძალის საჭიროება," - თქვა მან.
აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლის თქმითვე: "რუსები ფაქტობრივად პროგრესირებენ, სტაბილურად პროგრესირებენ აღმოსავლეთში და იწყებენ უკრაინული ხაზების უკანდახევას კურსკში... მობილიზებამ და მეტმა ადამიანურმა ძალამ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინოს ამ დროს..." - წერს Reuters.