კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" კოტე აფხაზის ქუჩაზე, აკაკი ბაქრაძის სახლთან, პერფორმანსი გამართა. კოალიციის ლიდერებმა - გიორგი ვაშაძემ და ლაშა ბაქრაძემ თეთრ ნაჭერზე შავი საღებავით წრე გააფერადეს და აივნიდან გამოფინეს.
მათი განცხადებით, ეს გამოსახულება ოპოზიციის წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა.