22 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
რუსეთში, 17 წლის სტუდენტი აუდიტორიაში ლექციის დროს გარდაიცვალა

რუსეთში, კრასნოდარის ერთ-ერთი უნივერსიტეტის აუდიტორიაში, 17 წლის სტუდენტი ლექციის დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, სტუდენტი ლექციის დროს მოულოდნელად ცუდად გახდა, გალურჯდა და დაეცა. მას სასწრაფო დახმარების მოსვლამდე პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა სასწრაფო დახმარების რეანიმაციულმა ჯგუფმაც ვერ შეძლო.

პოლიციის ინფორმაციით, ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდება.

სტუდენტის მშობლების განცხადებით, მათი შვილი ნარკოტიკულ ნივთიერებებს არ იღებდა და ჯანმრთელობის პრობლემებსაც არ უჩიოდა.

დღის ამბები