არჩევნების შესაძლო გაყალბების გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში, დაკითხვაზე მისულმა პარტიის "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ უწყება უკვე დატოვა.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებს ეხებოდა.
"მქონდა მიზანი, რომ ის მასალა, ინფორმაცია, წყაროები, სადაც ძალიან ბევრი დარღვევის, გაყალბების ფაქტი დევს, გამეზიარებინა უშუალოდ იმ პროკურორისთვის, ვინც გამოძიებას აწარმოებს. დავასახელე ყველა მეთოდი, დაწყებული პირადობის მოწმობებით, გაყალბებით, კარუსელებით, ხმის მიცემის პროცედურით, ფარულობით, რომელიც უბნების 90%-ს შეეხება. თუ ინტერესი ექნება პროკურატურას, გამოიძიონ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.