21 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
პესკოვი: რუსეთი დასავლური არაბირთვული იარაღის საპასუხოდ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

კრემლის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა საშუალებას იძლევა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის არაბირთვული რაკეტების გამოყენებაზე, ბირთვული რაკეტებით უპასუხოს.

მისი განმარტებით, ამ საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს.

"ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთის ფედერაცია იტოვებს უფლებას გამოიყენოს ბირთვული იარაღი იმ შემთხვევაშიც, თუ რუსეთის ან ბელორუსიის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება არაბირთვული იარაღი", - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, დოქტრინაში ნათქვამია, რომ რუსეთი სამხედრო კოალიციის, ბლოკის ან ალიანსის წევრი სახელმწიფოს აგრესიას, მთლიანად ასეთი ალიანსის აგრესიად განიხილავს.

დღის ამბები