"ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ არსებობს კონკრეტული მსჯელობა და იკვეთება კონტურები, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მათი პროტესტი.
"ვიმსჯელეთ პროტესტის გაგრძელების საკითხზე, რადგან მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიციის შენარჩუნება იმაზე, თუ როგორ ვგეგმავთ მომავალში საპროტესტო აქციებს, იქნება ეს წერტილოვანი აქციები, ქუჩის გადაკეტვა, რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი, აქცია თბილისში თუ საქართველოს სხვა ქალაქებში - აღნიშნულთან დაკავშირებით, გვქონდა ძალიან საინტერესო მსჯელობა. მე არ ვიცი, კოლეგებმა თუ გამოაცხადეს რაიმე მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, არის კონკრეტული კონტურები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი პროტესტი", - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.