აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში სლოვაკეთის ელჩს შეხვდა. ისაუბრეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების სისტემატური დარღვევის შემთხვევებზე- განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები .
"შევხვდით სლოვაკეთის ელჩს. მადლობა გადავუხადეთ მას იმ სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და დავსახეთ მომავალი გეგმები, რათა კიდევ უფრო მეტი სიკეთე მიიღოს ჩვენმა დევნილმა მოსახლეობამ", - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი.