21 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დაასახელა. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ჩვენი წესდების თანახმად, აქვს უფლება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი. არ იქნება განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარმოადგინა. ბუნებრივია, პოლიტსაბჭოს მხრიდან სრულად იქნა მხარდაჭერილი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები