ევროპარლამენტში ევროკომისიის ახალი შემადგენლობის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას "პოლიტიკო" ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაიკავებს.
ევროკომისრების ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენის ახალი გუნდი საქმიანობას 1 დეკემბრიდან შეუდგება. ევროპარლამენტის კომიტეტებში კანდიდატების მოსმენა 4-12 ნოემბერს გაიმართა.