21 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
მზად ვარ, რომ ეს ინფორმაცია, რაც ვიცი, რაც მაქვს, გამოძიებას გავუზიარო - ეკა ბესელია არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე

არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში გამოკითხვაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი დაიბარეს.

უწყებაში ასევე მივიდა პარტიის "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომლის თქმითაც, მზად არის გამოძიებას მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო პროცედურების დარღვევას ეხება.

"თუ ეს გამოძიება იქნება ოდნავ მაინც მიახლოებული ობიექტურობის სტანდარტთან, საკმარისია ის მტკიცებულებები და ის ინფორმაცია, რაც აქვს ყველა მონაწილე სადამკვირვებლო ორგანიზაციას.

რამდენიმე ფაქტია, მათ შორის, არის უბნების, დროის მიხედვით არჩევნების დღეს როგორ ხდებოდა საარჩევნო პროცედურების დარღვევა. მზად ვარ, რომ ეს ინფორმაცია, რაც ვიცო, რაც მაქვს, გამოძიებას გავუზიარო და წარვუდგინო", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები