21 ნოემბერი 2024,   17:03
ვრცლად
"ადამიანები ითხოვენ საკუთარი ხალხის და ქვეყნის დასჯას, ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება ბუნებაში ვეღარ იარსებებს" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე

უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცმების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე შეფასება კიდევ ერთხელ გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიციონერი ლიდერები ევროკავშირისგან საკუთარი ქვეყნის დასჯას მოითხოვენ.

"ნაცი" უკვე ჯაშუშობის სიმბოლო გახდა. ახლა გაცილებით მძიმე რაღაც ჩაიდინეს და საკუთარი ქვეყნის დასჯა მოსთხოვეს ევროკავშირს. ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება არ არსებობს.

იფიქრებდით რამდენიმე წლის წინ, რომ ეროვნებით ქართველი ევროკავშირში წერილს, "დანოსს", რაც მათ ქნეს "დანოსი" ჰქვია იმას, გააგზავნიდა და დაგვსაჯეთ ძალიან გთხოვთო, სანქციები დაგვიწესეთ, რამე ბერკეტი გამოიყენეთ, რომ საქართველოს მოქალაქეები და ეს ქვეყანა დაისაჯოსო, წარმოგედგინათ?! აქამდეც მივედით, ჯაშუშობა სხვა რა არის?!

შეიძლება ჩვენ ვერასდროს მოვიპოვოთ მტკიცებულება ხელმოწერის, რომ მე ვიქნები ჯაშუში, პირობითად, გახარია ან ვიღაც რომ აწერს ხელს, მაგრამ მეტი მტკიცებულება რა შექმნან?! ადამიანები ითხოვენ საკუთარი ხალხის და ქვეყნის დასჯას, ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება ბუნებაში ვეღარ იარსებებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები