"მართლა ამას იხვეწებიან, რომ ახლა შეუჩერეთ [ვიზალიბერალიზაცია] და მერე იქნებ ამოვატრიალოთ ეს ქვეყანა, ჩვენ - ჯაშუშები მოვიდეთ ხელისუფლებაშიო და შემდეგ იქნებ აღვადგინოთო", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ოპოზიციას 300 000 ხმის გაყალბების შესახებ ამ დრომდე მტკიცებულებები არ წარუდგენია.
"მართლა ამას იხვეწებიან, რომ ახლა შეუჩერეთ და მერე იქნებ ამოვატრიალოთ ეს ქვეყანა, ჩვენ - ჯაშუშები მოვიდეთ ხელისუფლებაშიო და შემდეგ იქნებ აღვადგინოთო. ისინი ხვდებიან, რა კამპანიაც აქვთ ახლა გაჩაღებული, 300 000 ხმის გაყალბების შესახებ, იმდენად აბსურდულია და იმდენად სისულელეს ამტკიცებენ სერიოზული სახეებით, რომ თვითონაც არ სჯერათ ამის. მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ ერთისაც კი, არა თუ 300 000-ის. რა 300 000 ხმის?! აქედან გამოსავალი მათ მიაჩნიათ, რომ უნდა დაისაჯოს საქართველოს მოქალაქე, ვერ უნდა წავიდეს ევროპაში თავისუფლად, ეს მონაპოვარი "ქართული ოცნების" და ქართული სახელმწიფოსი რაც მთავარია, უნდა შეიზღუდოს დროებით იმისათვის, რომ გაბრაზდეს საქართველოს მოქალაქე და მათი ახალი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, უნდა განახორციელონ ქართველი ხალხის გაბრაზება და ამის შემდეგ, ამ გაბრაზების განხორციელებას სჭირდება ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ საქართველოს მოქალაქეს, დასაჯონ საქართველოს მოქალაქეები იმისათვის, რომ ისინი ირჩევენ "ქართულ ოცნებას", ეროვნულ ინტერესებს და ამის შემდეგ აღადგინონ თითქოს, რას აღადგენენ და რას არა - მეორე საკითხია," - აცხადებს მამუკა მდინარაძემ.