21 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
"წლის ბოლო დაპირისპირებაა და ჩვენთვის ჩვენი პერფორმანსი უმნიშვნელოვანესია" - ვილი სანიოლმა ჩეხეთთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა

უკრაინასთან ფრედ 1-1 დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჩეხეთში ჩავიდა, სადაც ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავს. სატურნირო ცხრილის ლიდერთან ორთაბრძოლა, როგორც ერთი, ასევე, მეორე გუნდისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ამ გუდების თბილისური მატჩი, ქართველი ფეხბურთელების შთამბეჭდავი გამარჯვებით 4-1 დასრულდა და მოახლოებულ დაპირისპირებაში მასპინძლები რევანშის აღებას შეეცდებიან. მითუმეტეს, რომ სასწორზე ჯგუფის პირველის დაკავება დევს.

ამ წუთებში, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ოლომოუცში, მატჩის მასპინძელ სტადიონზე ოფიციალურ ვარჯიშს მართავენ. იქამდე კი, პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუნდში არსებულ ვითარებასა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"კონტექსტი და გარემო განსხვავებულია. პირველ მატჩთან შედარებით, ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში თამაშის სტილის მხრივ, თუმცა ჩვენთვის მთავარია, არა მეტოქე როგორ ითამაშებს, არამედ, როგორ ვითამაშებთ ჩვენ, როგორი მიდგომა და ამბიცია გვექნება ამ შეხვედრისადმი. ეს არის წლის ბოლო დაპირისპირება და ჩვენთვის ჩვენი პერფორმანსი უმნიშვნელოვანესია," - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები