21 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
24 საათიანი უწყვეტი აქცია კიდევ 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება - გადაწყვეტილება ბარიერგადალახულმა ოპოზიციამ, პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ მიიღო

ოპოზიციამ, ბრიუსელს დღის წესრიგი გაუწერა, თბილისში კი ქუჩების პარალიზება დაიწყო.

24 საათიანი უწყვეტი აქცია კიდევ 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება, გადაწყვეტილება ბარიერ გადალახულმა ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძი, მინიმუმ კიდევ ერთი დღე-ღამის განმავლობაში იქნება სრულად პარალიზებული.

ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგია, ვარაზის ხევის პიკეტირების გარდა, თბილისის სხვა ქუჩების პარალიზებაზეც გადის. თუმცა, ამას მეტი ხალხი სჭირდება, ამიტომ პრეზიდენტის მსგავსად, ოპოზიციაც მოქალაქეებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. მანამდე კი კარვების ბანაკი გაშლილი რჩება უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე.

დღის ამბები