21 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
სტამბოლში კერძო სკოლის შენობას ცეცხლი გაუხსნეს

თურქეთში, სტამბოლში დაუდგენელმა პირებმა კერძო სკოლის შენობას ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, შენობის მიმართულებით ტყვიები სკოლასთან მდებარე მინდვრიდან ისროლეს. შემთხვევის შედეგად დაზიანებულია შენობის ფანჯრები და საკლასო ოთახის ინფრასტრუქტურა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ინციდენტის დროს სასწავლო პროცესი დაწყებული არ იყო. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები