21 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს, რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ და პარლამენტიდან გასვლა მართლა არ მოუწიოთ

"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მანდატების დათმობის შესახებ, განცხადებების დაწერას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მდინარაძის განმარტებით, ოპოზიციამ პარლამენტიდან გასვლაზე განცხადებები კანონის დარღვევით დაწერა.

"განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს (ახლა დაწერილს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს), რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ და პარლამენტიდან გასვლა მართლა არ მოუწიოთ. სულ ესაა აგენტურული ოპოზიციის მორიგი თაღლითობა, რომელიც უმარტივესად იშიფრება.

მანდატებზე უარს მართლა თუ აპირებენ, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოჩნდება". - წერს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები