04 დეკემბერი 2024,   22:53
ვრცლად
თვითმფრინავს აფრენის დროს საბურავი გაუსკდა - Alaska Airlines-ის თვითმფრინავი ლოს-ანჯელესში ავარიულად დაეშვა

აშშ-ში, Alaska Airlines-ის თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა. თვითმფრინავი დალასიდან ლოს-ანჯელესში მიფრინავდა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დალასის აეროპორტიდან აფრენის დროს, თვითმფრინავს საბურავი გაუსკდა, რის გამოც ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე, უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებულები იყვნენ მაშველები და სპეცტექნიკა.

თვითმფრინავმა დაფრენა ხარვეზების გარეშე განახორციელა. ბორტზე 175 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ისინი არ დაშავებულან.

დღის ამბები