04 დეკემბერი 2024,   22:59
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რობერტ კენედი უმცროსი დაასახელა

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რობერტ კენედი უმცროსი დაასახელა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტრამპმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა.

"თითოეული ამერიკელის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ნებისმიერი ადმინისტრაციისთვის. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტი დიდ როლს ითამაშებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა დაცული იყოს მავნე ქიმიკატების, დამაბინძურებლების, პესტიციდების, ფარმაცევტული საშუალებებისა და დიეტური დანამატებისგან, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში ჯანდაცვის კრიზისის განვითარებას. ბატონი კენედი აღადგენს ამ სააგენტოებს სამეცნიერო კვლევის ოქროს სტანდარტების შესაბამისად და გამჭვირვალობის შუქურად აქცევს, რათა დასრულდეს ქრონიკული დაავადების ეპიდემია და ამერიკა კვლავ დიდებული და ჯანმრთელი გახდეს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები