21 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
პაატა კვიჟინაძე - მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს და ვულოცავ საქართველოში მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას

მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოში მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის. ერთი და იგივე მეორდება, ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ თავიანთი შეცდომების გამოსწორებაზე იმუშაონ გაყალბებას გაჰყვირიან. - წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის დელეგატი, პაატა კვიჟინაძე, სოციალურ ქსელში.


მისი გამცხადებით, ხალხის ნების გარეშე, შეუძლებელია არჩევნებში გამარჯვება. კვიჟინაძე აღნიშნავა იმასაც, რომ არჩევმებამდე ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, აქებდა ელექტრონულ არჩევნებს, ერთ დღეში კი მათ პოზიცია შეცვალეს და ამბობენ, რომ ყველა არჩევნები ყალბია თუ ისინი არ გაიმარჯვებენ.

“მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოში მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის.
ერთი და იგივე მეორდება, ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ თავიანთი შეცდომების გამოსწორებაზე იმუშაონ გაყალბებას გაჰყვირიან.

თუ ხალხის ნება არ არის, შეუძლებელია არჩევნებში გამარჯვება, ასე იყო ყოველთვის, როდესაც კომუნისტები დამარცხდნენ ეროვნულ მოძრაობასთან. (მე მაშინ შტაბის უფროსი ვიყავი საჩხერეში). იგივე იყო შევარდნაძე და იგივე იყო სააკაშვილი. მიუხედავად წარმოუდგენელი დაშინების, შანტაჟისა და დიდი ფულის ხარჯვისა, მაინც დამარცხდნენ. ყველას გვახსოვს 2012 წელი.

როდესაც რეალური ეროვნული ოპოზიცია გამოჩნდება, ქართველების ინტერესების დამცველი „ქართული ოცნებაც“ ჩანაცვლდება. ეს ნორმალურია, რასაც ხშირად ამბობს თავად პარტიის საპატიო თავმჯდომარეც.

ამ ეტაპზე ასეთი არ არსებობს. არცერთ პარტიას 10 %_ზე მეტი რეიტინგი არ აქვს.
ოპოზიციასთან კამათს აზრი არ აქვს , შემიძლია ვთქვა ერთი, კანდიდატ ქვეყნებში, უკრაინაში არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა. მოლდოვაში -ჩატარდა უამრავი დარღვევებით, მათ შორის ისეთები, რაც საქართველოში წარმოუდგენელია. მაგალითად: წამყვანი კანდიდატის ჩახსნა, ოპოზიციური მედია საშუალებების შეზღუდვა-გაუქმება, ბარიერების შექმნა დნესტრისპირეთში. სხვადასხვა მიდგომა სხვადასხვა საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით.

ასევე თუ ავიღებთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანას ა.შ.შ-ს ერთი დღით ადრე მოსახლეობის მესამედზე მეტმა წინასწარ მისცა ხმა, უმეტესად ფოსტით. აღარ ვსაუბრობ სხვა მოვლენებზე.
წარმოიდგინეთ რა ამბავი იქნებოდა ეს რომ ჩვენთან მომხდარიყო!.

საქართველოში არჩევნების წინ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მათ შორის პრეზიდენტი, აქებდა ელექტრონულ არჩევნებს და ამბობდა, რომ გაყალბება შეუძლებელია (ამის კადრები ბლომად არის ინტერნეტ სივრცეში). ერთ დღეში შეიცვალნენ და რეალურად ამბობენ, რომ ყველა არჩევნები ყალბია თუ ჩვენ არ გავიმარჯვებთო, ამიტომ რაც არ უნდა გაკეთდეს ისინი არ დაეთანხმებიან, თავად თუ არ გაიმარჯვეს. ოპოზიციამ თავისი კომისიის წევრები, დამკვირვებლები, წარმომადგენლები მაინც შეიცოდონ, მათ ხომ საუკეთესოებს არჩევდნენ და ყველა უბანზე ათეულობით იყვნენ წარმოდგენილი. გამოდის, რომ მათ ან გაყიდეს ან ვერ გაიგეს რა მოხდა.

მოვუწოდებ ოპოზიციას, ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის აღიაროს დამარცხება და მოემზადოს შემდეგი არჩევნებისთვის. ჩვენ ყველა შემთხვევაში მივყვებით კანონმდებლობას. დაველოდებით არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას, შემდეგ მოხდება პარლამენტის შეკრება, მთავრობის დამტკიცება და ბიუჯეტის მიღება.

რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას წარმოაჩენენ თითქოს ეს კარგია, სინამდვილეში იძულებითი გზაა, როდესაც ვერ აყალიბებ მყარ უმრავლესობას, როგორ შეიძლება რამოდენიმე პარტია , რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე და სოციალურ საკითხებზე, ერთად კარგად მუშაობდნენ.
ზოგადად კოალიციური მთავრობა საზღვარგარეთიდან ადვილი სამართავია და გართულებულია გადაწყვეტილებების მიღება. მსოფლიო დონის გადაწყვეტილებებს ვინც იღებს - ამერიკის შეერთებული შტატები, კოალიციური მთავრობა არ არსებობს.
კოალიცია გაამართლებდა იმ შემთხვევაში თუ დაახლოებით ერთი პოზიციის პარტიები ერთიანდებიან.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს და ვულოცავ საქართველოში მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.” - წერს პაატა კვიჟინაძე.

დღის ამბები