24 ნოემბერი 2024,   23:10
ვრცლად
ვალენსიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 217-მდე გაიზარდა

სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ესპანეთში 217-მდე გაიზარდა. ვალენსიაში ამ დრომდე განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.

სტიქიასთან ბრძოლის პარალელურად, რეგიონებში მასშტაბური პროტესტია. ადგილობრივები მთავრობის უმოქმედობას აპროტესტებენ, ამბობენ, რომ მათ მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ დროული გაფრთხილება არ მიიღეს. ვალენსიაში ჩასული მეფე ფილიპე და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი ადგილობრივებმა ტალახის და სხვადასხვა საგნის სროლა გააგდეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი სტიქიას უკვე მეშვიდე დღეა ებრძვის, სინოპტიკოსები ცუდ ამინდს მომდევნო დღეებშიც ვარაუდობენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები