21 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
“სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს“ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური “ქოლცენტრების“ საქმეზე

ე.წ. “ქოლცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ინფორმაციის გასაჯაროება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ხდება.

უწყება განმარტავს, რომ “კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს.“

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოძიება გრძელდება და საგამოძიებო სამსახური საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

დღის ამბები