03 დეკემბერი 2024,   22:03
ვრცლად
მიხაელ როთი თბილისში გამართული მარშის მონაწილეებს მადლობას უხდის: "დღეს ათიათასობით ადამიანი მართავს დემონსტრაციას თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის"

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ გამართულ მარშს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმიანება და აცხადებს, რომ ქართველები ისტორიას წერენ.

ის მადლობას უხდის მარშის მონაწილეებს და აცხადებს, რომ დემონსტრაცია იმართება თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის.

"ქართველები ისევ ისტორიას წერენ! დღეს ათიათასობით ადამიანი მართავს დემონსტრაციას თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის. თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. გმადლობთ!" - წერს როთი X-ზე.

დღის ამბები