ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს, ხოლო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, არჩევნებში მონაწილეობის მიღება 3 113 747 ამომრჩეველს შეუძლია.
მისივე განცხადებით, 135 922 ახალგაზრდას, წელს პირველად, ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება.
"26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 3 113 747 ამომრჩეველი.
წელს პირველად, არჩევნებში მონაწილეობის მღების შესაძლებლობა ეძლევა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი, საარჩევნო ადმინსიტრაციას 64 298-მა ამომრჩეველმა მომართა.
სხვა სახელწმიფოში შექმნილ საარჩევნო უბნების სპეცალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია.
საერთო ჯამში, ამომრჩეველს 3 111 საარჩევნო უბანი მომსახურება. საქართველოში გახსნილი 3 044 უბნიდან 13, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებაში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი.
რაც შეეხება საზღვარგარეთ გახსნილ უბნებს, 42 ქვეყნის 53 ქალაქში, შექმნილია 67 საარჩევნო უბანი", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.