ლოპოტა სპა რეზორტმა ტრადიციულად წელსაც გააერთიანა ჩოგბურთის მოყვარულები. ლოპოტას კორტები 10-13 ოქტომბერს ჩოგბურთის ტურნირს LOPOTA CUP 2024-ს მასპინძლობს.
LOPOTA CUP წელს გაზრდილი საპრიზო ფონდით იმართება – 35 000 ლარი.
ტურნირი ტარდება როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში, ქალთა და მამაკაცთა შორის. თამაშები იმართება ოლიმპიური სისტემით – 2 სრული სეტი და სუპერ ტაიბრეიკი.
ტურნირი ლოპოტას დამფუძნებლის გოგა მაისურაძის ინიციატივით წლების წინ დაარსდა. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ 2022 წელს ლოპოტამ ტურნირს ახალ, პროფესიონალურ დონეზე მოწყობილ ჩოგბურთის კორტებზე უმასპინძლა. ტურნირს დიდი დაინტერესება მოჰყვა და მან კვლავ ყოველწლიური ხასიათი მიიღო.
LOPOTA CUP 2024-ის ტურნირის გენერალური სპონსორები არიან: ვიარ ჰოლდინგი და სარაჯიშვილი.
ტურნირის სპონსორები არიან: წყალი ბაკურიანი, პორშე ცენტრი თბილისი, World Class Georgia , Paul Georgia და შატო ბუერა.
ტურნირის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: Georgia Today, ჟურნალი Lifestyle Art, რუსთავი 2 , პალიტრამედია ჰოლდინგი, ინტერპრესნიუსი.