შიდა ქართლში, სოფელ უფლისციხეში, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულია ორი ადამიანი. ისინი სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.
საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.