04 დეკემბერი 2024,   13:06
ვრცლად
ყველაფერ ქართულს ვინც ეძახის რუსულს ან "ნაცია", ან მათგან დაბულინგებული, ან მათი პროპაგანდის მსხვერპლი - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ.

მდინარაძე "ღამის კურიერში" განმარტავს, რომ საქმე კონკრეტულ სეგმენტურ დანაშაულებს არ ეხება და აქცენტს 2008 წლის აგვისტოს ომზე აკეთებს.

"გაცილებით დიდი დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ჩამოაყალიბეს ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც ბევრი დანაშაული ჩაიდინა. ციხე დაამსგავსა სასაკლაოს, ბიზნესის რეკეტი და ა.შ მათ შორის, მთავარი დანაშაული არის, რაც ჩაიდინეს 2008 წელს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების დამოკიდებულებაზე ისაუბრა, მისი თქმით, მათი განცხადებები პრიმიტიულ დონეზე დადის და ყველაფერი რაც ქართულია, მას რუსულს ეძახიან.

" რომ თქვან ლაშა ტალახაძე ძალიან მაგარი კაცია, ძალიან მაგარი სპორტსმენისა, ძალიან მაგარი პატრიოტია და იგივე ვიღაც რუსმა რომ გაიმეოროს იტყვიან აი, რუსებიც იმავეს ამბობენო - დაახლოებით, ასეთი პრიმიტიული ლოგიკის ფარგლებში არიან.

რეალურად, რაც არ უნდა რუსული ეძახონ პატრიოტულს ჩვენ ყოველთვის ვიტყვით, რომ ყველაფერი ქართული არის ამ ქვეყნის, ჩვენი სამშობლოსთვის და ეძახონ ამათმა რუსული. ყველაფერ ქართულს ვინც ეძახის რუსულს ან ნაცია, ან მათგან დაბულინგებული, ან მათი პროპაგანდის მსხვერპლი.

არც კანონია რუსული, არც ჩვენი ქმედებებია რუსული. მოსახლეობას შეგვიძლია ვუთხრათ დააკვირდნენ ვინ რას აკეთებს და მერე დააკვირდნენ ვინ რას ლაპარაკობს. ვინ რას აკეთებს, რა მოგვცა მათმა მმართველობამ, რა მივიღეთ და რა ხდება ჩვენი მმართველობის დროს", - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები