21 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
კახა კალაძე ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნაზე: მთელმა მსოფლიომ გაიგო, თუ ვინ იდგა ამ სქემის უკან, კიდევ უფრო მძიმეა ის ვარაუდი, რომ ეს თანხები პოლიტიკაში მიდის

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურის მიერ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნის ფაქტს, სადაც კვლავ დავით კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს.

კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში გამჭვირვალობა აუცილებელია, რომ მსგავსი თაღლითური გზით მოპოვებული თანხებით კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები არ დაფინანსდეს.

"ის, რომ კეზერაშვილი დაკავებული იყო პენსიონერების ძარცვით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ახალი არ არის. მთელმა მსოფლიომ გაიგო, თუ ვინ იდგა ამ სქემის უკან. კიდევ უფრო მძიმეა ის ვარაუდი, რომ ეს თანხები მიდის პოლიტიკაში, ფინანსდება კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი გავლით ესა თუ ის პოლიტიკური პარტიები. იმისთვის არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინოს დეკლარაცია, საზოგადოებას აჩვენოს, თუ ვისგან იღებს თანხებს და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები