21 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
"მათ ქვეყანა სწორად მართეს, სწორად აარიდეს ყველა ის საშიშროება, რაც შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობით იყო გამოწვეული" - ქადაგიშვილი მმართველი პარტიის საკადრო გადაწყვეტილებაზე

ხელახალი არჩევნების მოთხოვნის ფონზე, ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა საკადრო გადაწყვეტილებას მიიღებს "ქართული ოცნება".

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია. საკუთარ დღის წესრიგს მიყვება საპარლამენტო უმრავლესობა - "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას, უმაღლესი თანამდებობის პირების საქმიანობით და შედეგებით ხსნიან.

ასევე, "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ თუ რატომ გადაწყდა, რომ ირაკლი კობახიძე იყოს ისევ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ შალვა პაპუაშვილი. 

"მათ ქვეყანა სწორად მართეს, სწორად აარიდეს ყველა ის საშიშროება და საფრთხე, რაც შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობით იყო გამოწვეული. ამავდროულად, უზრუნველყვეს ქვეყნის განვითარება, ეკონომიკის წინსვლა, კეთილდღეობის ზრდა. სწორად მართეს ის პროცესები, რაც ქვეყნის შიგნით იყო ინსპირირებული და პროვოცირებული. გამომდინარე აქედან, ამ ურთულეს პირობებში, მათ თავისი პოლიტიკური და კონკრეტული პოზიციისთვის დაკისრებული მოვალეობები კარგად შეასრულეს. ამავდროულად, შენარჩუნებული იქნა საქართველოს ევროპასთან დაახლოებისა და ევროპაში გაწევრიანების გზა,"- განაცხადა მე-10 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

დღის ამბები