32 წლის მსახიობმა და მომღერალმა სელენა გომესმა 1,3 მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა. შედეგად, ვარსკვლავი, უკვე ოფიციალურად, მილიარდერთა რიგებშია.
როგორც დასავლური მედია იტყობინება, გომესის გამდიდრებაში არცთუ ისე მნიშვნელოვანია სამსახიობო და ვოკალური სფეროების როლი. მისი გამდიდრება, მეტწილად, უკავშირდება მაკიაჟის მისივე კომპანიის - Rare Beauty-ს წარმატებას. ვარსკვლავმა ბრენდი 5 წლის წინ დააარსა.
ამასთან, სელენა გომესმა მილიონობით დოლარი გამოიმუშავა Louis Vuitton-თან, Coach-თან და Puma-სთან თანამშრომლობით.