04 დეკემბერი 2024,   13:02
ვრცლად
"მოგონილია" - როგორ ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა" ტრანსნაციონალურ დანაშაულში პირადი ფინანსური დონორის, დავით კეზერაშვილის გამართლებას

ქოლცენტრების საქმეში ახალი გარემოებები, რომლებიც დავით კეზერაშვილსა და მის ნათესავებს უკავშირდება, მმართველ გუნდში არ უკვირთ. უკვირთ ის, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამ დრომდე, ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩადენილი დანაშაულების შემდეგ, მსჯავრდადებული ყოფილი ძალოვანი საქართველოში ისევ დანაშაულებრივ ქმედებებს ეწევა, ამჯერად - ევროპიდან, საიდანაც ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს.

გამოძიებას, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორებიც მონაწილეობენ, კეზერაშვილის პარტია უნდობლობას უცხადებს და "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ საქართველოში, კონკრეტული ჯგუფების დაფინანსების გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ყველა ბრალდება მოუგონეს - მათ შორის, კავშირი ტრანსნაციონალურ დანაშაულთანაც.

"ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, ქოლცენტრების საერთაშორისო დანაშაულში კეზერაშვილის მონაწილეობა სხვა პარტიებისთვის დამაჯერებელია. ამბობენ, რომ მათ კითხვები ამ თემაზე ჯერ კიდევ "ბიბისის" სკანდალური საგამოძიებო ფილმის შემდეგ აღარ აქვთ, რომელშიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი "მისტერ ოფშორად" არის მოხსენიებული.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, დღეს, პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კეზერაშვილის მორიგი დანაშაული დადასტურდა.

პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მილიონ დოლარზე მეტი აქვს ჩარიცხული დავით კეზერაშვილის, მისი დის და დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

დღის ამბები