04 დეკემბერი 2024,   13:09
ვრცლად
საქართველო ჩეხეთის წინააღმდეგ - ჯვაროსნები ისტორიის ახალი ფურცლის დასაწერად ემზადებიან

საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, უკვე ბრძოლას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად იწყებს. ცხელი და ემოციური ზაფხულის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს ჩაატარებს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი, ერთა ლიგის პირველ ტურში, ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეტოქე კარგად ნაცნობი ჩეხეთია, რომელთანაც ევრო პირველობაზე შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ეროვნულ გუნდში სამი დებიუტანტია - შოთა ნონიკაშვილი, ლუკა გადრანი და საბა გოგლიჩიძე საქართველოს ნაკრების მაისურს პირველად მოირგებენ.

საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირება ხვალ 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის არენაზე გაიმართება.

სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრები, ჩეხეთის გარდა, ალბანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი ტირანაში, 10 სექტემბერს გაიმართება.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი 

დღის ამბები