"სიცოცხლის წყარო" - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელსაც პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა ბავშვებში სიმსივნური დაავადებების გამოვლენაა. ყურადღება გამახვილდა პედიატრიული ონკოლოგიის სიმპტომებზეც.
მსურველები ღონისძიებაზე დასწრებას 3 დღის განმავლობაში შეძლებენ.