22 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
40 წლამდე მამაკაცი, რომელმაც ცოლი და ორი პირი მოკლა, დაკავებულია

მამაკაცი, რომელმაც ცოლი და კიდევ ორი პირი მოკლა დაკავებულია.

კახეთში 40 წლამდე კაცმა გუშინ იარაღიდან ჯერ მეუღლეს ესროლა, შემდეგ კი მეგობრებს. დანაშაული ახაშენში მისივე საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც რემონტი მიმდინარეობდა. სამუშაოებში მას მეგობრები ეხმარებოდნენ.

ბრალდებული მკვლელობის ადგილიდან მიიმალა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დღეს დილით დააკავეს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები