22 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
"უნდა შევწყვიტოთ "ბალერინკობის" თამაში, მუდმივად ვიმეორებთ "კანონის ფარგლებში", ახლა საჭიროა მიწოლა" - მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ პროცესზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთა

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა საქალაქო სასამართლოში. ბრალდებული ექსპრეზიდენტი სხდომაზე "ვივა მედიდან" ონლაინ ჩაერთო და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, მან ოპოზიციას გააქტიურებისკენ მოუწოდა.

სააკაშვილმა თქვა, რომ ახლა აღარ არის კანონის ფარგლებში მოქმედების დრო, რადგან ახლა "მიწოლის დროა".

"უნდა შევწყვიტოთ "ბალერინკობის" თამაში. "ტროტუარზე არ ავიდეთ", "სკამზე არ ავიდეთ"... მუდმივად ვიმეორებთ "კანონის ფარგლებში", რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! რომელი კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?

ამიტომ მოვეშვათ ენის მოჩლექას, საჭიროა სიმტკიცე და ახლა საჭიროა მიწოლა", - განაცხადა სააკაშვილმა.

დღის ამბები