22 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
"ხვალინდელი დღე რომ გაივლის, შემდეგ გეტყვით ზეგ და მაზეგ რა იქნება კონკრეტულად" - გიორგი ვაშაძე ოპოზიციის გეგმაზე 25 ნოემბრისთვის

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას ორშაბათს გამართავს. 25 ნოემბრისთვის ემზადება როგორც ოპოზიცია, ასევე მმართველი გუნდი, თუმცა მათ განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ.

ოთხივე ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტი საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარეთ, საპროტესტო აქციაზე იქნება, თუმცა გახარიას გუნდში ხაზს უსვამენ იმას, რომ კოლეგებისგან განსხვავებით, რადიკალური დღის წესრიგის შექმნა არ სურთ. მწვავე პროტესტზე და კოორდინაციაზე საუბრობენ სხვა პარტიებში.

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გიორგი ვაშაძის თქმით, ისინი სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდიან.

"ხვალინდელი დღე რომ გაივლის, შემდეგ გეტყვით ზეგ და მაზეგ რა იქნება კონკრეტულად. ჩვენ ასე სისტემურად ვუდგებით ამ საკითხს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კოორდინირებული იყოს. ვფიქრობ, ოპოზიციამ რაც აჩვენა, შეუძლია საპროტესტო ღონისძიებების გამართულად მართვა. ვფიქრობ, ხალხის ნდობა დღეს უკვე ოპოზიციას აქვს იმისთვის, რომ ჩვენს მართულ, ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში გამოგყვნენ, იმიტომ, რომ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ აბსოლუტურად ყველაფერზე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები